შეკითხვები
რა თანხის გამოტანა შემიძლია ქეშ24-ის ბარათით და რა ვადით?
ქეშ24-ის ბარათით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 700 ლარით;

  • პირველი სესხის შემთხვევაში თქვნი სასესხო ლიმიტი შეადგენს მაქსიმუმ 300 ლარს;
  • მეორე სესხის და ჩვენთან დადებითი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში - მაქსიმუმ 500 ლარს;
  • ყოველი მომდევნო სესხის და ჩვენთან დადებითი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში - მაქსიმუმ 700 ლარს;

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სასურველი სესხით 7 დღის ვადით.

როგორ უნდა გავხდე ქეშ24-ის მომხმარებელი?
ჩვენი მომხმარებელი რომ გახდეთ ამისთვის საჭიროა: 

  • ასაკი 21 – 65 წელი;
  • საქართველოს მოქალაქეობა; 
  • სტაბილური სამსახური ან/და ყოველთვიური შემოსავალი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ამ პირობებს, მაშინ უნდა გაიაროთ ძალიან მარტივი პროცედურა:

  • დარეგისტრირდეთ ჩვენ ვებ-გვერდზე;
  • ატვირთოთ პირადობის მოწმობის ასლი;

კომპანია მომენტალურად განიხილავს თქვენ განაცხადს და სესხის დადებითად დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენი კურიერი 24 საათის განმავლობაში სრულიად უფასოდ მოგაწვდით ბარათს თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას.

ბარათის ჩაბარების და მისი მიღების დადასტურების შემდეგ თქვენ უკვე ხართ ჩვენი მომხმარებელი და დღე-ღამის ნებისმეირ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით!

რა საბუთებია საჭირო და რა ფორმით, თქვენთან სესხის ასაღებად?
იმისთვის, რომ კომპანიამ განიხილოს თქვენი განაცხადი ქეშ24-ის ბარათის აღებაზე, თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობის ასლი (ელექტრონული ვერსია);

ჩვენ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი უნდა ატვირთოთ თქვენს პროფლში/პირადი მოანცემები/საბუთების ატვირთვა - ველში. 

ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: sales@cash24.ge ან ჩვენ ვებ-გვერდზე მითითებულ სკაიპში infocash24

როგორ ავიღო ქეშ24-ის ბარათი და რა ღირს მისი აღება?
იმისთვის რომ აიღოთ ქეშ24-ის ბარათი საჭიროა: 

  • ასაკი 21 – 65 წელი; 
  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • სტაბილური სამსახური ან/და ყოველთვიური შემოსავალი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ამ პირობებს, მაშინ უნდა გაიაროთ ძალიან მარტივი პროცედურა: 

  • დარეგისტრირდეთ ჩვენ ვებ-გვერდზე;
  • ატვირთოთ პირადობის მოწმობის ასლი;

კომპანია მომენტალურად განიხილავს თქვენ განაცხადს და სესხის დადებითად დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენი კურიერი 24 საათის განმავლობაში საჩუქრად გადმოგცემთ ბარათს თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას!

ბარათის ჩაბარების და მისი მიღების დადასტურების შემდეგ თქვენ უკვე ხართ ჩვენი მომხმარებელი და დღე-ღამის ნებისმეირ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით! 

ქეშ24-ის ბარათის აღება სრულიად უფასოა!!

რას ნიშნავს ბარათის მიღების დადასტურება და როგორ უნდა დავადასტურო ბარათის მიღება?
მას შემდეგ, რაც ჩვენი კურიერი გადმოგცემთ ბარათს, თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ ის ჩაიბარეთ. 

აქვე, გეტყვით, რომ ბარათის მიღების დადასტურება სესხის აღებას ან გააქტიურებას არ ნიშნავს! 

ბარათის მიღების დადასტურება არის მარტივი და სრულიად უფასო პროცედურა, რომლითაც თქვენ ადასტურებთ, რომ ჩაიბარეთ ბარათი. 

ასევე, ბარათის მიღების დადასტურების პროცედურის შემდეგ ბარათი უკვე მზადაა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მასზე საჭირო თანხის დასმა. 

ბარათის ჩაბარების შემდეგ, თქვენ ქეშ24-ის-გან მოგივათ დინამიური პაროლი მობილურ ტელეფონზე, რომელიც უნდა შეიყვანოთ ქეშ24-ის ვებ-გვერდზე თქვენი პროფილის სპეციალურ გრაფაში. 

ან 24 საათის განმავლობაში შეგიძლაით დარეკოთ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე 240 24 24 და მოითხოვოთ ბარათის მიღების დადასტურება! 

ბარათის მიღების დადასტურების შემდეგ თქვენ უკვე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ სასურველი თანხა, რომელიც ბარათზე ზუსტად 1 წუთში დაგიჯდებათ!

როგორ უნდა მოვითხოვო სესხი?
სესხის მოთხოვნის სამი გზა არსებობს: 

  1. შედით ჩვენი ვებ-გვერდის თქვენ პროფილში, სესხის კალკულატორზე აარჩიეთ თქვენთვის სასურველი სესხის თანხა  - ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „სესხის მოთხოვნა“; 
  2. გამოაგზავნეთ sms ნომერზე 91024 - მესიჯის ტექსტში მიუთითეთ: თქვენი პირადი ნომერი*სესხის თანხა*სესხის ვადა (მაგ:12345678912*300*7);
  3. დაგვირეკეთ სადღეღამისო ცხელ ხაზზე 240 24 24; 

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ სესხის მოთხოვნა შეგიძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს და დღეღამის ნებისმიერ დროს - 24 საათის განმავლობაში!

სესხის მოთხოვნიდან რამდენ ხანში შევძლებ თანხით სარგებლობას?
თქვენთვის სასურველი თანხა განაცხადის გაკეთებიდან ზუსტად 1 წუთში დაგიჯდებათ ბარათზე. 

ამის დასტურად, თქვენ მიიღებთ SMS-ს, სადაც მითითებული იქნება თქვენს მიერ მოთხოვნილი თანხა, სესხის ვადა, დაფარვის თარიღი, ჯამში დასაფარი თანხის ოდენობა და სესხის იდენტიფიკატორი. 

ასე, რომ მოთხოვნიდან ზუსტად 1 წუთში შეგიძლიათ ისარგებლოთ თანხით.

რა არის სესხის იდენტიფიკატორი და რაში მჭირდება ის?
სესხის იდენტიფიკატორი არის იგივე სესხის ნომერი, რომელიც დაგჭირდებათ სესხის თანხის დაბრუნების დროს. 

თქვენი სესხის იდენტიფიკატორის (ნომრის) ნახვას შეძლებთ ჩვენი ვებ-გვერდის თქვენ პროფილში/ჩემი სესხები ან სატელეფონო მოთხონის შემთხვევაში მიიღებთ SMS-ის სახით;

როგორ გამოვიტანო ჩემ ბარათზე დარიცხული თანხა?
სესხზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, როგორც კი მიიღებთ შეტყობინებას თქვენ ბარათზე სასურველი თანხის გააქტიურების თაობაზე, უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ თანხით. 

თანხის გამოტანა შეგიძლიათ TBC ბანკის და VTB ბანკის ბანკომატებიდან. 

ასევე, თქვენ შეგიძლიათ არ გაანაღდოთ თანხა და ისარგებლოთ უნაღდო ანგარიშსწორებით იმ ობიექტებზე, რომელთაც აქვთ TBC ბანკის საგადახდო ტერმინალი;

მოვითხოვე კონკრეტული თანხა, მაგრამ მთლიადან არ დამჭირდა და მხოლოდ მისი ნაწილი გამოვიტანე - სესხის საკომისიოს მაინც იმდენს ვიხდი, რაც თავდაპირველად დამიანგარიშა სესხის კალკულატორმა?
თუ თქვენ სესხის მხოლოდ ნაწილი აითვისეთ, სესხის ვადის ბოლოს იხდით ათვისებული სესხის ოდენობას (ძირს) და სესხის საკომისიოს სრულად - ანუ იმავე ოდენობით, რაც სესხის მოთხოვნისას დაგიანგარიშათ სესხის კალკულატორმა; 

დეტალური ინფორმაცია თქვენი დავალიანების თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ვებ-გვერდზე თქვენს პირად პროფილში/ჩემი სესხები ან დაგვირეკოთ სადღეღამისო ცხელი ხაზის ნომერზე: 240 24 24;

შემიძლია თუ არა სესხის თანხის დამატება მიმდინარე სესხის დროს - რათქმაუნდა დაშვებული სასესხო ლიმიტის ფარგლებში?
მიმდინარე სესხის დროს, თქვენ შეგიძლიათ  მოითხოვოთ სესხის თანხის დამატება - რათქმაუნდა თქვენთვის დაშვებული სასესხო ლიმიტის და მიმდინარე სესხის დაფარვის ვადის ფარგლებში.


სად შემიძლია ვნახო ჩემ ბარათზე ჩატარებული სასესხო ოპერაციები?
თქვენს მიერ ბარათზე შესრულებული ოპერაციები ამონაწერის სახით შეგიძლიათ ნახოთ:

  • ჩვენი ვებ-გვერდის თქვენ პროფილში/ჩემი სესხები; 
  • დახურული სესხების ამონაწერის ნახვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის თქვენ პროფილში/ჩემი სესხები/დახურული სესხები; 

ან დაგვირეკეთ სადღეღამისო ცხელი ხაზის ნომერზე: 240 24 24;

როგორ დავფაროთ სესხი?

სესხის დაფარვა შეგიძლიათ უფასოდ  მანიმუვერსის საგადახდო არხებიდან:

1. მანიმუვერსის მომხმარებელთა მომსახურების სერვისცენტრი

   თბილისი, ნაძალადევი, ვ.ნინუას ქ. N3

   (+995 32) 203 33 33 (201)

   10:00-19:00

2. მანიმუვერსის ქსელში ჩართული სწრაფი გადახდის აპარატებიდან.


ასევე გადახდა შესაძლებელია ფასიანი არხებიდან:

1. თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი და სწრაფი გადახდის აპარტები;

       საკომისიო -1 ლარი

2. თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატები;

      საკომისიო - თანხის 1.5 % (მაქს 3 ლარი)

3. ნოვატექნოლოჯის ფეიბოქსები;

  •      1-100 ლარამდე -1 ლარი
  •      100-200 ლარამდე -2 ლარი
  •      200 და მეტი -3 ლარი

4. სს ბაზისბანკის ქსელი;

  • ინტერნეტბანკი -0 ლარი
  • სალარო -0.5 ლარი

5. საქართველოს ბანკის express-pay-ს აპარატები;

       საკომისიო - თანხის 1.5 %


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასიან არხებში თანხის შეტანის საკომისიოს ადგენს თვითონ კომპანია და მისი ოდენობა შეიძლება შეიცვალოს ქეშ24-სგან დამოუკიდებლად, ჩვენთვის შეტყობინების მოწოდების გარეშე.


 

სესხის დაფარვისას შემოვიტანე ზედმეტი თანხა - როგორ დავიბრუნო?
თუ თქვენ ზედმეტად შემოიტანეთ  თანხა,  მისი დაბრუნება შეგიძლიათ კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@cash24.ge თანხის დაბრუნების მოთხოვნის გამოგზავნით. 

ელექტრონულ წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თქვენი საბანკო რეკვიზიტები, რაზეც უნდა გადმოირიცხოს დასაბრუნებელი თანხა. 

გაითვალისწინეთ, რომ თანხის დაბრუნების/გადმორიცხვის ხარჯს იხდის თავად მომხმარებელი. 

როდის შემიძლია განმეორებით სესხის აღება?
განმეორებით სესხის აღება შეგიძლიათ მიმდინარე სესხის დაფარვისთანავე. 


როგორ მოვიქცე თუ ჩემი ბარათი დააკავა („ჩაყლაპა“) ბანკომატმა?
თუ თქვენი ბარათი „ჩაყლაპა“ ბანკომატმა, გთხოვთ დროულად დაგვიკავშირდეთ სადღეღამისო ცხელი ხაზის ნომერზე 240 24 24 და შეატყობინოთ ოპერატორს, თუ რომელი ბანკის რომელმა ბანკომატმა დააკავა თქვენი ბარათი. 

ჩვენ ოპერატიულად მივმართავთ აღნიშნულ ბანკს, რომელიც უზრუნველყოფს დაკავებული ბარათის პირადად თქვენთვის დაბრუნებას.

როგორ მოვიქცე ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში?
თუ ბარათი დაკარგეთ, პირველ რიგში სასწრაფოდ დარეკეთ ჩვენი სადღეღამისო ცხელი ხაზის ნომერზე და მოითხოვეთ თქვენი ბარათის ბლოკირება. 

ბარათის ბლოკირების შემდეგ, თქვენ ფულს საფრთხე აღარ ემუქრება. 

თუ თქვენ არ შეგვატყობინებთ ბარათის დაკარგვის თაობაზე, კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის თქვენი ფულადი სახსრების არასანქცირებულად გამოყენების შემთხვევაზე. 

დაკარგული ბარათის აღდგენა ხდება ბარათის გადამზადების გზით - ბარათის გადამზადების პროცედურა ფასიანია და შეადგენს 10 ლარს. 

აღნიშნული თანხა უნდა შეიტანოთ TBC ბანკის სერვის-ცენტრებში ან გადმორიცხოთ ინტერნეტბანკის საშუალებით შემდეგ ანგარიშზე: 

  • შპს ისთ ვესთ კაპიტალი 
  • ს/კ: 404952226 
  • ბანკის კოდი: TBCBGE22 
  • ა/ა GE62TB7924336080100002 
  • გადახდის დანიშნულება: მსესხებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი. "ბარათის გადამზადების საკომისიო"
თანხის ჩარიცხვიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ბარათს ჩვენი კურიერი ადგილზე მოგართმევთ. 

ბარათის დაზიანების შემთხვევაში მოქმედებს ბარათის გადამზადების ზუსტად იგივე პროცედურა.

რაში მჭირდება კოდური სიტყვა და როგორ აღვადგინო თუ დამავიწყდა?
კოდური სიტყვა საჭიროა იმისთვის, რომ მიიღოთ კომპანია ქეშ24-სგან ნებისმიერი ტიპის სატელეფონო მომსახურება. 

თუ დაგავიწყდათ კოდური სიტყვა, მის აღსადგენად არსებობს 2 გზა: 

  1. შედით ჩვენი ვებ-გვერდის თქვენ პროფილში/პროფილი/კოდური სიტყვის აღდგენა - ამის შემდეგ თქვენ კოდურ სიტყვას მიიღებთ მობილურ ტელეფონზე SMS-ის სახით; 
  2. დარეკეთ ჩვენი სადღეღამისო ცხელი ხაზის ნომერზე 240 24 24 ჩვენ სისტემაში დარეგისტრირებული მობილური ტელეფონიდან და სთხოვეთ ოპერატორს თქვენი კოდურის სიტყვის გამოგზავნა - ამის შემდეგ თქვენ კოდურ სიტყვას ასევე მიიღებთ მობილურ ტელეფნზე SMS-ის სახით;

დამავიწყდა ბარათის პინ-კოდი, როგორ აღვადგინო?
სამწუხაროდ, ბარათის პინ-კოდის აღდგენა არ ხდება. 

პინ-კოდის დაკარგვის ან დავიწყების შემთხვევაში მოგიწევთ ბარათის გადამზადება!

მსგავსი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ  შეცვალოთ თქვენი ბარათის პინ-კოდი TBC ბანკის ბანკომატებში და დააყენოთ ის კოდი, რომელიც უფრო მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი იქნება თქვენთვის!

მჭირდება ცნობა თქვენთან არსებული დავალინების შესახებ, როგორ მოვიქცე?
ჩვენთან, დავალიანების ცნობის აღება ფასიანია.

აღნიშნული ცნობის ასაღებად 10 ლარი უნდა შეიტანოთ TBC ბანკის სერვის-ცენტრებში ან გადმორიცხოთ ინტერნეტბანკის საშუალებით შემდეგ ანგარიშზე: 

  • ორგანიზაციის დასახელება: შპს ისთ ვესთ კაპიტალი 
  • ს/კ: 404952226 
  • ბანკის კოდი: TBCBGE22 
  • ა/ა: GE62TB7924336080100002 
  • გადახდის დანიშნულება: მსესხებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი. "ცნობის გაცემის საკომისიო". 
თანხის ჩარიცხვიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ცნობას ჩვენი კურიერი ადგილზე მოგართმევთ.

როგორ აღვადგინო/შევცვალო თქვენ ვებ-გვერდზე ჩემ პროფილში შესასვლელი პაროლი?
პაროლის აღდგენისთვის უნდა მოიქცეთ შემდეგნაირად: 

  1. ჩვენი ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე დააჭირეთ ბმულს "დაგავიწყდათ პაროლი"; 
  2. მოთხოვნილ ფორმაში შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი, ჩვენ სისტემაში რეგისტრირებისას მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი და სურათზე გამოსახული კოდი; 
  3. დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“; 
  4. ახალი პაროლი მოგივათ მობილურ ტელეფონზე SMS-ის სახით; 
  5. გაიარეთ ავტორიზაცია ახალი პაროლით; 
  6. სასურველია, თუ თქვენ პროფილში შესვლის შემდეგ შეცვლით დროებით პაროლი თქვენთვის სასურველით. დროებითი პაროლის შესაცვლელად, უნდა შეხვიდეთ ჩვენი ვებ-გვერდის თქვენ პროფილში/პროფილი/ პაროლის შეცვლა; შეავსეთ მოცემული ფორმა და დააჭირეთ ღილაკს „პაროლის შეცვლა“ - თქვენი პაროლი შეცვლილია.
ამის მერე შეგიძლიათ გაიაროთ ხელახალი ავტორიზაცია.

როგორ შევცვალო ჩემს მიერ ქეშ24-ის სისტემაში დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი?
თუ თქვენ გსურთ ჩვენ სისტემაში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლა, უნდა შეხვიდეთ საკუთარ პროფილში/პროფილი/მობილურის შეცვლა - მოთხოვნილ ფორმაში ჩაწეროთ ახალი მობილურის ნომერი, რომელიც გინდათ რომ ფიქსირდებოდეს ჩვენ სისტემაში და ჩვენი ვებ-გვერდის თქვენ პროფილში შესასვლელი პაროლი.

ცვლილების დასადასტურებლად შეიყვანეთ სმს-ით მოსული ერთჯერადი კოდი. 

კოდის სწორად ჩაწერის შემთხვევაში მობილური ნომრია ცვლილება დასრულდება წარმატებით.

ვარ „შავ სიაში“, შემიძლია თუ არა მოვითხოვო თქვენთან სესხი?
შავ სიაში მყოფი მომხმარებლების სასესხო განაცხადების განხილვა ხდება ინდივიდუალურად - შავ სიაში მოხვედრის მიზეზის და ვადის გათვალისწინებით. 

ამდენად, გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენ ვებ-გვერდზე, ატვირთეთ საჭირო დოკუმენტები და დაელოდეთ შეტყობინებას. 

თქვენი განაცხადის დადებითად განხილვის შემთხვევაში, ჩვენი კურიერი ადგილზე მოგართმევთ ბარათს 24 საათის განმავლობაში. 

ბარათის მიღების და მისი მიღების დადასტურების შემდეგ, რათქმაუნდა შეგიძლიათ მოითხოვოთ სასურველი სესხი.

შევავსე განაცხადი თქვენ ვებ-გვერდზე და მომივიდა უარი. შემიძლია თუ არა ხელახლა ვცადო განაცხადის გამოგზავნა?
განმეორებითი განაცხადის განხილვა შესაძლებელი იქნება 3 თვის შემდეგ. 

ან თქვენი ფინანსური/სამსახურეობრივი მდგომარეობის გაუმჯობებისთანავე.

სესხის კალკულატორი
აირჩიე თანხა მაქსიმალური 700
აირჩიე ვადა 7 დღით
სესხის დაფარვის თარიღი
სესხის თანხა
ერთჯერადი საკომისიო
სულ დასაბრუნებელი თანხა
jQuery Slider